HomeContact
09.09.2010

 

GeorgianEnglish

ილჰამ ალიევი და მიხეილ სააკაშვილი მეტროს სადგურ ”თავისუფლების მოედანს” ესტუმრნენ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განახლებულ მეტროს სადგურ ”თავისუფლების მოედანზე” თბილისის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის მიერ დამზადებული თანამედროვე სტანდარტების მქონე ვაგონები დაათვალიერეს. ვაგონების მოდერნიზაცია 2005 წლის ნოემბრის თვიდან იწარმოება და მათი საშუალებით წარმატებით მიმდინარეობს თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობების განახლება.

მეტროს სადგურ ”თავისუფლების მოედანზე” მისულ სტუმრებს საკრებულოს თავჯდომარე ზაზა ბეგაშვილი, ქალაქის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, მერის მოადგილეები დავით ალავიძე და გიორგი მელაძე და მასმედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

 
  © 2007 - თბილისის მეტრო