|

ევროპის ოპერის თეატრებმა 2007 წლის 16, 17 და 18 თებერვალს ოპერის 4 საუკუნოვანი იუბილე აღნიშნეს. აღნიშნული დღეების ფარგლებში, მთელი ევროპის მასშტაბით ოპერის თეატრები აწყობენ საგანგებო ღონისძიებებს ფართო საზოგადოებისთვის.

შპს ”თბილისის მეტრომ” მხარი დაუჭირა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ინიციატივას და ”ოპერის ევროპული დღეების” პროექტის ფარგლებში, სადგურ ”თავისუფლების მოედანის” ქვედა ვესტიბულში ორგანიზება გაუწია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდისა და სიმებიანი კვარტეტის კონცერტის გამართვას.

კონცერტს თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, მერის მოადგილე დავით ალავიძე და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. |