|
მიმდინარე წელს, ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 4 სადგურის რეკონსტრუქცია განხორციელდება.
სადგური ”ისანი” იყო პირველი, რომელზეც ამ პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთლიანად განახლებული შეხვდა. შეიცვალა სადგურის გარე იერ-სახე, ინტერიერი, კომუნიკაციები, ზედა ვესტიბული და ქვედა ფოიე. დამონტაჟდა ვიდეო კამერები, კეთილმოეწყო მეტროს მიმდებარე ტერიტორია, განახლდა სადგურის გვერდზე არსებული სკვერი და შადრევანი.
განახლებული სადგურის პრეზენტაციას, მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობასთან ერთად, თბილისის მერი გიგი უგულავა და ქ. თბილისის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
 
|